ავტორი:

ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Microsoft აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის შეძენაზე და რომ მას სოციალური მედია აპლიკაციის ყიდვაზე "კონკურენტული ომის" ნახვა სურს.

  • როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამზადებდა თუ არა აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტი შეთავაზებას, ტრამპმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი" - და დაამატა, რომ რამდენიმე კომპანიის მხრიდან "TikTok-ის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს".

როგორც ტრამპი, ისე მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, TikTok-ის ჩინური მშობელი კომპანია, ByteDance-ის ეიძულებინათ, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებით, "ტიკტოკის ამერიკული ოპერაციები" რომელიმე ამერიკული კომპანიისთვის მიეყიდათ.

ტრამპმა გასულ კვირას ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აყოვნებს ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვას TikTok-ზე.

2020 წლის აგვისტოში ByteDance-მა Microsoft-ს მიმართა, როგორც შესაძლო მყიდველს - რასაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოგვიანებით "ყველაზე უცნაური ქმედება" უწოდა. მოგვიანებით, TikTok-მა პოტენციურ პარტნიორად კონკურენტი Oracle აირჩია, თუმცა არც ეს გარიგება შედგა.

წყარო