ავტორი:

საპასუხისმგებლოა პროდუქციის სწორად შერჩევა

საპასუხისმგებლოა პროდუქციის სწორად შერჩევა

საპასუხისმგებლოა პროდუქციის სწორად შერჩევა.

პირველ რიგში, სამედიცინო პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს, მომწოდებელი კომპანია კი უნდა იყოს სანდო და ხარისხზე ორიენტირებული, როგორც პროდუქციის ჭრილში, ასევე იმ სერვისების, რომელსაც ის ახორციელებს.

თანამედროვე სამედიცინო სფეროში ინდივიდუალური მიდგომა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პარტნიორებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. 4Hospitals ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და მუდმივად განაგრძობს სერვისების პერსონალიზებას, რაც კომპანიას ბაზრის ლიდერად აყალიბებს.

4Hospitals აცნობიერებს, რომ თითოეულ კლინიკას აქვს სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებიც განსხვავდება ზომით, სპეციალიზაციითა და მომსახურების მოცულობით.

  • სპეციფიკის ანალიზი: თითოეული კლიენტის საჭიროებების დეტალური შესწავლა და მონაცემთა საფუძველზე გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • მორგებული პროდუქტი: ინდივიდუალურად შერჩეული აღჭურვილობა და მასალები, რომლებიც სრულად შეესაბამება კლინიკის სპეციფიკას.
  • კომპანიის ექსპერტები და ტექნიკური გუნდი მჭიდროდ მუშაობენ პარტნიორებთან, რათა მათთვის საუკეთესო არჩევანი შესთავაზონ.
  • ტექნიკური მხარდაჭერა: ექსპერტების მიერ ადგილზე მომსახურება და კონსულტაცია.
  • ტრენინგები: კლიენტების გუნდისთვის ტექნოლოგიების გამოყენების სრულყოფილი სწავლება.

4Hospitals მუდმივად დანერგავს საერთაშორისო სტანდარტებსა და ინოვაციებს, რაც მათ პროდუქციას და მომსახურებას განსაკუთრებულს ხდის.

  • ახალი ტექნოლოგიები: უახლესი აპარატურისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიწოდება.
  • მომავლის ხედვა: გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც აუმჯობესებს კლიენტის მომსახურებას.

4Hospitals გამოირჩევა ოპერატიული და მოქნილი სერვისით, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღონ საჭირო მხარდაჭერა.

რატომ არის 4Hospitals-ის მიდგომა გამორჩეული?

კომპანიის ძირითადი უპირატესობა მის კლიენტებზე ფოკუსირებაა. ინდივიდუალური მიდგომა ნიშნავს, რომ თითოეული გადაწყვეტილება მორგებულია კონკრეტულ პარტნიორზე, რაც ქმნის საიმედო და ეფექტიან თანამშრომლობას.

4Hospitals-ის ინდივიდუალური მიდგომა აერთიანებს მაღალი დონის სერვისს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და პროფესიონალურ მხარდაჭერას. ეს მიდგომა არა მხოლოდ ზრდის კლიენტების კმაყოფილებას, არამედ აძლიერებს კომპანიის პოზიციებს ქართულ ბაზარზე

2014 წლიდან დღემდე, სამედიცინო პროდუქციის და სერვისების მომწოდებელმა კომპანია 4Hospitals-მა შეძლო, რომ დაეკავებინა წამყვანი პოზიციები, დაემკვიდრებინა საკუთარი უნიკალური ნიშა ადგილობრივ ბაზარზე, ჰყოლოდა ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორები მსოფლიოს ყველა წერტილის წამყვანი სამედიცინო კომპანიებიდან.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/NNzC4Jwnmlc?si=-1cuZX16vehlQyi5" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

არაერთ წარმატებულ ბრენდთან პარტნიორობით, დღეს 4ჰოსპიტალს მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 3000-ზე მეტი პროდუქტით უწყვეტად ამარაგებს 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4Hospitals-ს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.

4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

პროდუქციის და სიახლეების სანახავად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://4hospitals.ge/

R