4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან პარტნიორობს და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინოვაციურ, ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას.
კომპანიამ შეძლო, რომ გამხდარიყო ტრენდსეტერი და შეექმნა მისი უნიკალური ნიშა, რომელიც გამოარჩევდა სხვებისგან.
მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4Hospitals ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უჭირავს.
4Hospitals დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ მიემართება როგორც ინოვაციით, ისე მაღალი ხარისხის სტანდარტებით. კომპანიის სანდოობა არ მოიცავს მხოლოდ ტექნოლოგიურ მხარეს, არამედ ქმნის ღირებულებებს, რომლებიც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და კლინიკების საჭიროებებთან. ამის შედეგად, 4Hospitals არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანდო პარტნიორი საქართველოში.
აღსანიშნავია, 4Hospitals-ის მარკეტინგული გუნდი აქტიურად მუშაობს ბრენდის ღირებულებების გაზიარებაზე, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების ცნობადობის ამაღლებაზე. კომპანიის სტრატეგია მოიცავს მაღალი ხარისხის კონტენტ-მარკეტინგს, პარტნიორობას სამედიცინო სფეროს წამყვან წარმომადგენლებთან და მუდმივად განახლებადი ციფრული კომუნიკაციის პლატფორმების განვითარებას. მარკეტინგული კამპანიები არა მხოლოდ აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას, არამედ ქმნის მყარ კავშირს კლინიკებსა და ბრენდს შორის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ადასტურებს 4Hospitals-ის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციას ქართულ სამედიცინო ბაზარზე.
4Hospitals არის სანდო პარტნიორი სამედიცინო სფეროში, რომლის მტკიცე სტანდარტები, მაღალი ხარისხის პროდუქცია, გამოცდილება და ინოვაციური ტექნოლოგიები მას ლიდერი პოზიციებზე აყენებს ქართულ ბაზარზე. მისი მკაცრი რეგულაციები, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი პარტნიორობის მიდგომა უზრუნველყოფს კომპანიის სანდოობას და მის წარმატებას.
მნიშვნელოვანია ყოველივე ამის გარანტია ISO საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც კომპანია 4Hospitals-მა 2024 წლის ივნისში დაიმსახურა და ამით გააძლიერა მისი პასუხისმგებლობა ადგილობრივ სამედიცინო ბაზარზე.
4ჰოსპიტალს არის წამყვანი სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, მუდმივად თვალს ადევნებს არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, სწავლობს სიახლეებს და ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ, უახლეს სამედიცინო პროდუქციას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/NNzC4Jwnmlc?si=Py4S_jo5KXkUd31X" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
რა არის ISO სერთიფიკატი?
ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ადგენს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს სხვადასხვა ინდუსტრიაში ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
რატომ არის მნიშვნელოვანი ISO ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატი სამედიცინო სექტორში?
სამედიცინო სექტორში, ISO ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატი, პირდაპირ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალ სტანდანდარტებს, პროდუქციის და სერვისის ხარისხის სრულ კონტროლს, მარაგებისა და მიწოდების ოპტიმიზაციას, შიდა სისტემების გამართულობას და ზრდის კომპანიის სანდოობას ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
ISO სერთიფიკატი არ არის ერთჯერადი მიღწევა, არამედ მუდმივი განვითარების ვალდებულება.
პროცესების განახლება და ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო ინოვაციების დანერგვა 4ჰოსპიტალსისთვის უწყვეტი პროცესია, ხოლო მომხმარებლებისთვის - გარანტია, რომ ნებისმიერ დროს, უწყვეტად და დროულად მიიღებენ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას.
4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!
კომპანიის ფართო ასორტიმენტის ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, 4Hospitals-ის განახლებულ შოურუმში მისამართზე: ლუბლიანას #28
შოურუმში წარმოდგენილია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/
R