ავტორი:

"დეკანოიძე "ტოპ კონტრიბუტორი" გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში" - რას წერს მამუკა მდინარაძე მაგისტრალების გადაკეტვაზე დაწერილ იდეაზე

"დეკანოიძე "ტოპ კონტრიბუტორი" გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში" - რას წერს მამუკა მდინარაძე მაგისტრალების გადაკეტვაზე დაწერილ იდეაზე

"მაგისტრალების გადაკეტვის იდეამ ქოცები გადააფსიხა. მგონი სწორ ადგილას ვართ. გაუმარჯოს სერბ ხალხს" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

ცნობისთვის, "ფეისბუკის" ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდება იდეები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ცენტრალური გზები გადაკეტოს.

  • "სერბეთის მაგალითზე, მოვემზადოთ, დავგეგმოთ და გადავკეტოთ მნიშვნელოვანი მაგისტრალები. ეს არის პროტესტის ფორმა" - დაწერა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჯგუფში.

დეკანოიძის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე სოციალურ ქსელში გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

"თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე “ტოპ კონტრიბუტორი” გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში, მაგრამ შეიძლება სხვა სახელით და გვარით იყო აქამდე, ასპროცენტიანი გამოაგდებენ" - დაწერა მდინარაძემ.