ავტორი:

რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - რას ედავებიან მას სამართალდამცველები

რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - რას ედავებიან მას სამართალდამცველები

რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონისა და კიდევ ორი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

  • გამოძიება მათ ედავება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის გათავისუფლებას. ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

გამოძიება მიმდინარეობს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კარლო ნორდიოსა და მატეო პიანტედოს წინააღმდეგაც.

  • "ეს შანტაჟია და ვერ შემაშინებთ", - ამბობ ჯორჯია მელონი თემის კომენტირებისას.

ცნობისთვის, ლიბიელი პოლიციელი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე, გასულ კვირას ტურინში დააკავეს, ხოლო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა.

იხილეთ ასევე: