ინტერნეტში ჰოლივუდის ვარსკვლავის, უილემ დეფოს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ის ერთ-ერთ ტიკტოკერს ნიუ იორკში ქუჩაში, სპონტანურ ინტერვიუს აძლევს. უცნაური ისაა, რომ ისე ჩანს, თითქოს ტიკტოკერმა დეფო ვერ იცნო.
შემდეგ ხანმა უილემს ჰკითხა, რა უყვარდა თავის პროფესიაში - "ის ყოველთვის სხვადასხვანაირია. არაფერია ერთი და იგივე," - თქვა მან.
მსახიობის თქმით, არ ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა დაამახსოვრდეს ხალხს, ან სად ხედავს საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ.
ინტერვიუს კომენტარებში ძირითადად ყველა იმას აღნიშნავს, თუ როგორ ვერ იცნო ხანმა ჰოლივუდის ვარსკვლავი. ბოლოს და ბოლოს, მსახიობი ისეთ ბლოკბასტერებში თამაშობდა, როგორებიცაა Born on the Fourth of July, Spider-Man და Nosferatu, რომელიც ამჟამად გადის ამერიკის კინოთეატრებში.

@thepeoplegallery Willem Dafoe does a quick fit check #willemdafoe #nycstreetstyle #prada #fyp #thepeoplegallery ♬ original sound - The People Gallery

ვიდეომ TikTok-ზე 12 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
"უილემ დეფოს არცოდნა დანაშაულია",
"ძმაო... მართლა? დეფოს ეკითხები, რა გქვიაო?" - წერენ ვიდეოს კომენტარებში.
როგორც ირკვევა ხანი განგებ მოიქცა ისე, რომ თითქოს დეფო ვერ იცნო ვიდეოს ბოლოში მსახიობს უთხრა: "მიყვარს თქვენი ნამუშევრები".
"თავის მოკატუნება, თითქოს არ იცის, ვინ არის, ცუდი საქციელია", - დაწერეს კომენტარებში.