საუკუნოვანი ისტორიის მქონე Webster University აბიტურიენტებს საქართველოში უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს

საუკუნოვანი ისტორიის მქონე Webster University აბიტურიენტებს საქართველოში უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს

Webster University ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული სასწავლებელია, რომელიც 1915 წელს აშშ-ში დაარსდა. მისი საერთაშორისო პრესტიჟი და თანამედროვე განათლების სტანდარტები 2022 წლიდან უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ საერთაშორისო დონის განათლება და დიპლომი საკუთარი ქვეყნის დატოვების და დამატებითი ხარჯების გარეშე მიიღონ.

Webster University უკვე 100 წელზე მეტია, რაც სტუდენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ განათლებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. უნივერსიტეტი არის გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც 50-მდე კამპუსს აერთიანებს. მისი მისიაა შექმნას მულტიკულტურული სასწავლო გარემო და სტუდენტებს გაუხსნას კარი გლობალური შესაძლებლობებისკენ.

უნივერსიტეტი რეგულარულად ხვდება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგებში და არის აშშ-ის უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ორგანიზაციების მიერ აღიარებული.

უნიკალური შესაძლებლობები, რომლებსაც Webster University Georgia აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს საქართველოში, ასე გამოიყურება:

  • სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მსოფლიოს 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში. ამერიკასთან ერთად უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს მათ შორის შვეიცარიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და საბერძნეთში.
  • სტუდენტები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს საქართველოს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ასევე შესაძლებელია, რომ სტუდენტებმა სხვა კამპუსებში გაიარონ ის მაინორ პროგრამა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7 900$, ხოლო ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა - 16 080$, ავსტრიაში - 22 254$, აშშ - 29 680$, შვეიცარიაში კი 36 020$;
  • Webster University Georgia-ს თითოეული პროგრამა აკრედიტებულია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის) აკრედიტაცია. Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება. ბიზნესის მიმართულების პროგრამები დამატებით აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ის მიერ.
  • Webster University Georgia-ს დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო დიპლომს, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ეს მათთვის კარიერული ზრდის შეუზღუდავ შესაძლებლობებს ქმნის, იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ.
  • სტუდენტები ისარგებლებენ როგორც თანამედროვე სასწავლო პროგრამებით, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიღების პერსპექტივით, უნიკალური ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსებითა და გლობალური კარიერული შესაძლებლობებით.
  • აბიტურიენტებს, ვისაც Webster University Georgia-ში სწავლა სურთ უნივერსიტეტი სხვადასხვა ტიპის შიდა გრანტებსა და სტიპენდიებს სთავაზობს, რაც მაღალი აკადემიური მაჩვენებლების მქონე სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

R