ავტორი:

სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 6 თვეში 230.3 მლნ ლარი გაიცა - ყველაზე მეტი, 38% შსს-ზე მოდის - ნახეთ სხვა უწყებებზე გაცემული თანხები

სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 6 თვეში 230.3 მლნ ლარი გაიცა - ყველაზე მეტი, 38% შსს-ზე მოდის - ნახეთ სხვა უწყებებზე გაცემული თანხები

სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 62.1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2024 წელის 6 თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 230.3 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 225.2 მლნ დანამატზე, ხოლო 5.1 მლნ პრემიაზე მოდის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იგივე პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 168.9 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 5.8მლნ ლარი, დანამატი - 163.1 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა , ჯამში 87 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 38%-ს შეადგენს. გააგრძელეთ კითხვა