ავტორი:

რას აცხადებენ შსს-ში რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?

რას აცხადებენ შსს-ში რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე თხრილში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

"ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-8 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.