ავტორი:

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა - რას წერს Reuters

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა - რას წერს Reuters

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

  • Reuters-ის ცნობით, სირიის დე ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ სირიაში ვიზიტით მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა.

ასევე, ალ-შარაას განცხადებით, რუსეთმა სირიაში ნდობა, „კონკრეტული ზომების, მათ შორის კომპენსაციისა და რეკონსტრუქციის საშუალებით“, უნდა აღადგინოს.

შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს. სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი კი რუსეთში გაიქცა.