თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რიყის პარკის სიახლოვეს 132-ე სკოლის მოსწავლე, 16 წლის იოსებ ადეიშვილი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ცნობით, უბედური შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
მოზარდის დედა ამბობს, რომ მომხდარს მისი შვილის მეგობრები შეესწრნენ, რომლებსაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გახსენებაც უჭირთ.
"ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ისე მძიმედ გავზარდე, ყველაფერი გავიარეთ, ქირიდან ქირამდე. სულ ქირით ცხოვრება. თურმე, როცა თხრილში ჩავარდა, ყვიროდა დამეხმარეთო, ტუალეტი უნდოდა და ამიტომ შესულა იქ. ბიჭებმა გაიგეს იოსების ხმა. წყალი სამ მეტრზე იყოო.
რომ ჩავარდაო ჩვენ ისე დავიბენითო.... ბიჭების მშობლები ამბობენ, ღამეც კი არ სძინავთო. ფსიქოლოგებთან დადიან. არც ვიცი საერთოდ რა ვთქვა. ძალა არ მაქვს. ისე მეცოდება, ჩემი ბიჭი, არ ვიცი ვის დავაბრალო ეს ამბავი. გამგეობა, მერია. ვინ არის პასუხისმგებელი?" - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა "ტვ პირველთან.
წაიკითხეთ ასევე: