ავტორი:

შურიანი "მეგობრების" მსხვერპლი - 80-იანი წლების მექსიკელი ვარსკვლავის ისტორია, რომელიც ესთეტიკური მედიცინის მსხვერპლი გახდა (ფოტოები)

შურიანი "მეგობრების" მსხვერპლი - 80-იანი წლების მექსიკელი ვარსკვლავის ისტორია, რომელიც ესთეტიკური მედიცინის მსხვერპლი გახდა (ფოტოები)

მსახიობმა ლილია გვადალუპე მენდიოლამ, რომლის სასცენო სახელია ლინ მეი - ოდესღაც კინომოყვარულების ნამდვილი კერპი იყო. 70-80-იანი წლების მექსიკელი ვარსკვლავის ახალმა ფოტოებმა, რომელსაც "სიყვარულის ქალღმერთსაც" უწოდებდნენ, გულშემატკივრები გააოცა.

ოდესღაც თავისი გარეგნობით განთქმულმა მეიმ, ახლახან გააფრთხილა გულშემატკივრები, რომ არ ენდონ “სილამაზის ინდუსტრიაში“ მყოფ ყველა ექიმს, რადგან ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. შედეგებს კი დღემდე ებრძვის.

კოსმეტიკურმა პროცედურებმა მისი გარეგნობა ვარსკვლავი ისე შეცვალა, რომ მისი ცნობა შეუძლებელია.

  • ყველაფერი კი ასე დაიწყო...

მსახიობი ახლა

ლეგენდარული სექს-სიმბოლო, რომელიც ახლა 75 წლისაა, თავისი გასაოცარი გარეგნობით, ტალღოვანი თმებით და ფიზიკური მონაცემებით, აშშ-სა და მექსიკას აჯადოებდა.

მან კარიერა კაბარეს მოცეკვავედ დაიწყო, თუმცა ლინი მალე გახდა ცნობილი მექსიკელი კინოვარსკვლავი. ითამაშა ისეთ პოპულარულ კომედიებში, როგორებიცაა Tivoli (1974), Carnival Nights (1978) და Lovers (1979).

ის თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად ითვლებოდა. თუმცა მისი წარმატების ყველას არ უხაროდა. როგორც mirror წერს, შურიანმა მეგობრებმა გარეგნობის გაუმჯობესების მიზნით აიძულეს ფილერის ინექციები უკონტროლოდ გაეკეთებინა.

  • 1990-იან წლებში ლინმა დაიწყო კოსმეტოლოგის ძიება, რომ გაეუმჯობესებინა სახის ხაზები - ლოყები და ყბის ხაზი. სწორედ მაშინ, მეგობრებმა მიიყვანეს თაღლითთან, რომელმაც მას მცენარეული ზეთის, ბავშვის ზეთისა და წყლის ნარევის ინექციები გაუკეთა.

ამან მსახიობის სახეზე სიმსივნეები და მუდმივი დეფექტები დაუტოვა. არასწორმა ნაბიჯმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

მსახიობი კოსმეტიკურ ინექციებამდე და შემდეგ...

მიუხედავად იმისა, რომ ლინმა გაიკეთ რამდენიმე მაკორექტირებელი პლასტიკური ოპერაცია, ქირურგმა მხოლოდ მცირე რაოდენობით ზეთის ამოღება შეძლო და ვარსკვლავი კვლავ ცხოვრობს პროცედურის მძიმე შედეგებით.

ახალმა ფოტოებმა კი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, მისი გულშემატკივრები შეაშფოთა. ისინი აკრიტიკებენ “მეგობარს“ და წერენ, რომ არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურიანი ადამიანები ახლო გარემოცვაში.

წყარო

იხილეთ ასევე: