ავტორი:

ტრაგედიიდან 150 წლის შემდეგ, იპოვეს ჩაძირული ბრიტანული გემი, რომელზეც 50 ადამიანი დაიღუპა - რა აღმოაჩინა მყვინთავმა?

ტრაგედიიდან 150 წლის შემდეგ, იპოვეს ჩაძირული ბრიტანული გემი, რომელზეც 50 ადამიანი დაიღუპა - რა აღმოაჩინა მყვინთავმა?

ბრიტანული წარმოების ხომალდის - სახელად Cleub-ის ნამსხვრევები, რომელიც 1868 წლის დეკემბერში, მეორე გემთან შეჯახების შედეგად თურქეთის სანაპიროებთან ჩაიძირა, 150-ზე მეტი წლის შემდეგ იპოვეს.

Cleub-ის ლითოგრაფია, რომელიც ჩაიძირა

Cleub-ს 1868 წლის დეკემბერში მგზავრები გადაჰყავდა, როდესაც კარაბურუნის სანაპიროსთან ორთქლის გემს შეეჯახა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 50 ადამიანი, მათ შორის მისი კაპიტანი, რომელმაც უარი თქვა ბოლო სამაშველო ნავზე გადასვლაზე.

  • 156 წლის შემდეგ, გემი თურქმა მყვინთავმა სელჩუკ კოლაიმ იპოვა.

მყვინთავი სელჩუკ კოლაი

“დაახლოებით ექვსთვიანი ძიების შემდეგ, სკანირებულ ეკრანზე ჩაძირული გემის გამოსახულების დანახვა დიდი შვება იყო, თუმცა ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზა მქონდა გასავლელი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩაძირვიდან 156 წელი გავიდა, ნამსხვრევები შესანიშნავ მდგომარეობაშია,“ - აცხადებს ის.

ჩაძირულ გემზე მგზავრების პირადი ნივთები, ძვირფასეულობა და სავარაუდოდ, გასაყიდად გამზადებული ნაწარმის მცირე ნაწილი იპოვეს, თუმცა ფოტოები ჯერჯერობით ღიად არ არის ხელმისაწვდომი.

როგორც ცნობილია, ბორტზე ძირითადად იმყოფებოდნენ ეგვიპტელი ვაჭრები და მათი ოჯახები.

წყარო

იხილეთ ასევე: