„ყოველი დღე იწყება საინტერესო ლექციებით პროფესიონალი სპიკერების ხელმძღვანელობით და გრძელდება ვენის სიცოცხლით სავსე ქუჩებში“ – Webster University Georgia-ს ქართველი სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილება

„ყოველი დღე იწყება საინტერესო ლექციებით პროფესიონალი სპიკერების ხელმძღვანელობით და გრძელდება ვენის სიცოცხლით სავსე ქუჩებში“ – Webster University Georgia-ს ქართველი სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილება

Webster University-ს კამპუსი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და რეგიონში წარმოადგენს საერთაშორისოდ აკრედიტებულ გლობალური მასშტაბის და გამოცდილების მქონე ამერიკულ უნივერსიტეტს. შედეგად უმაღლესი სტანდარტის საერთაშორისო განათლების მიღება საქართველოში უკვე ქვეყნის დატოვების გარეშე გახდა შესაძლებელი. დამატებით კი, Webster University Georgia სტუდენტებს ,, Study Abroad“ პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კამპუსებში სწავლის გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს.

სტუდენტებს, რომლებიც Webster University Georgia-ში სწავლობენ ან ჩააბარებენ, საშუალება აქვთ ერთი ან რამდენიმე სემესტრი უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 კამპუსიდან ნებისმიერში ისწავლონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს საქართველოს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. Webster University Georgia-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900$-ია, მაშინ როდესაც მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080 $, ავსტრიაში - 22 254 $, აშშ-ში 29 680 $, შვეიცარიაში კი 36 020 $. ასევე შესაძლებელია, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტებმა სხვა კამპუსებში გაიარონ ის მეორე (მაინორ) პროგრამა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ Webster University Georgia - ს პროგრამები აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო დონეზე-აშშ-სა და ევროპაში, ისე ადგილობრივად- განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ.

შეგახსენებთ, რომ 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა.

ამჟამად ამერიკასთან ერთად Webster University-ს სასწავლო კამპუსები, სადაც სტუდენტებს Study Abroad პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა:

  • შვეიცარია
  • ავსტრია
  • ნიდერლანდები
  • საბერძნეთი

Webster University Georgia-ს სტუდენტები ამ დროისთვის არიან სხვადასხვა კამპუსში სასწავლებლად, რამდენი მათგანი კი უკვე დაბრუნდა მშობლიურ კამპუსში და აქვე გიზიარებთ მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს;

თამაზ ელიზბარაშვილი, Webster University Georgia-ს სტუდენტი, სწავლობდა ნიდერლანდების კამპუსში:

„ჩემი გამოცდილება Leiden-ის კამპუსში უნიკალურია. აქ ჩამოსვლის დღიდან დამხვდა განსაკუთრებულად მეგობრული გარემო პროფესიონალ ლექტორებთან ერთად და კამპუსი, რომელიც ლეიდენის არქიტექტურული რელიკვიაა. აქ უკვე უამრავი ადამიანი გავიცანი და მოგონებები დავაგროვე, წინ კი კიდევ ბევრია! მადლობა Webster University Georgia-ს ასეთი შესაძლებლობისთვის.“

მეგი აქუბარდია, Webster University Georgia-ს სტუდენტი, სწავლობდა ავსტრიის კამპუსში:

„Webster University Georgia-ს Study Abroad პროგრამის ფარგლებში ვენაში ერთი სემესტრი ვისწავლე. ჩემი ვენური გამოცდილება დინამიკური ნაზავია სწავლისა და აღმოჩენების. ყოველი დღე იწყება საინტერესო ლექციებით პროფესიონალი სპიკერების ხელმძღვანელობით და გრძელდება ვენის სიცოცხლით სავსე ქუჩებში. უნივერსიტეტის გარემო ნამდვილად მამოტივირებელი და შთამაგონებელია.“

ლიზი გელაშვილი,Webster University Georgia-ს სტუდენტი, სწავლობდა ავსტრიის კამპუსში:

„ვენაში გატარებული სემესტრი სხვადასხვა მიმართულებით გამორჩეული გამოცდილება იყო. ახალ გარემოში სწავლამ და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობამ ჩემს უნარებსა და ხედვებზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ ქალაქში ცხოვრება დამეხმარა, რომ მოვლენები გლობალური პერსპექტივით შემეფასებინა.“

აქვე შეგახსენებთ, რომ Webster University Georgia უკვე ემზადება ახალი აკადემიური წლისთვის. 2025-2026 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტი 4 საბაკალავრო პროგრამას შესთავაზებს სტუდენტებს. ესენია:

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, Webster University Georgia-ში ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება.

R