ავტორი:

რაში დაიხარჯება 6 მლრდ დოლარამდე არაბული ინვესტიცია? - ცნობილია, როგორი იქნება თბილისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტები (ფოტო)

რაში დაიხარჯება 6 მლრდ დოლარამდე არაბული ინვესტიცია? - ცნობილია, როგორი იქნება თბილისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტები (ფოტო)

არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რაშიც ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეთანხმება ხელი აბუ-დაბიში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში უკვე მოეწერა.

როგორც არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს, დაგეგმილი პროექტებიდან ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში განხორციელდება. დედაქალაქში პროექტი "კრწანისის პარკი“ განხორციელდება. საუბარია საცხოვრებელ კორპუსსა და საოფისე ფართებზე, რომელიც 590 ჰექტარზე მოეწყობა.

რაც შეეხება მეორე პროექტს, "გონიოს მარანი“ 260 ჰექტარზე განხორციელდება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოიცავს სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ საცხოვრებლებს. ასევე რენდერებიდან ჩანს, რომ პროექტის ფარგლებში სანაპიროზე იახტ-კლუბის მოწყობაც იგეგმება... წაიკითხეთ ვრცლად