ავტორი:

"შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც... დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა, შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა!" - რას წერს ლაშა ჩხვიმიანი?

"შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც... დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა, შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა!" - რას წერს ლაშა ჩხვიმიანი?

რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც არჩევნებისა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მე-3 დღეა შიმშილობს, წერს, რომ საკვების მიღება დედამისმაც შეწყვიტა.

"შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაუგია, თვითონაც შეუწყვეტია საკვების მიღება. ვერ ვესაუბრები, მრცხვენია, რომ წინასწარ არ გავაფრთხილე და ახლა ასე ვანერვიულებ.

დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა! არ შეიძლება შენს ნერვიულობას კიდევ ეს დაემატოს! ძალიან გთხოვ!" - წერს ჩხვიმიანი.