გუშინ ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. რესტორან "კახელებთან" მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლულია 4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს.
"დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა" - ჰყვებიან ისინი.
"ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმეა აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა", - ამბობს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.