ავტორი:

ცნობილ ნარკობარონს ცოლის "ფეისბუქ" პოსტების შემდეგ მიაგნეს და დააკავეს - "მას ბრალად ედებოდა კოკაინის კოსტა რიკადან აშშ-ში გადაზიდვა"

ცნობილ ნარკობარონს ცოლის "ფეისბუქ" პოსტების შემდეგ მიაგნეს და დააკავეს - "მას ბრალად ედებოდა კოკაინის კოსტა რიკადან აშშ-ში გადაზიდვა"

დიდ ბრიტანეთში ცნობილი ნარკობარონი, ლუის მანუელ პიკადო გრიჯალბა დააკავეს - მას ბრალად ედებოდა დიდი რაოდენობით კოკაინის კოსტა რიკადან აშშ-ში გადაზიდვა.

  • გრიჯალბას დაკავება მისი ცოლის სოციალურ ქსელის საშუალებით გახდა შესაძლებელი - პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებდა ნარკობარონის მეუღლის ანგარიშს სოციალურ მედიაში, რის შემდეგაც დაადგინეს მისი ადგილმდებარეობა.

გრიჯაბლას, რომელიც "შოკის" მეტსახელითაა ცნობილი, აშშ-ს ნარკომანიის აღსრულების ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა საერთაშორისო ნარკოტიკებით ვაჭრობაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო. მან სავარაუდოდ ოჯახისთვის 20,000 აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავის ბილეთები იყიდა და მათთან ერთად სამოგზაუროდ ევროპაში გაემგზავრა.

გრიჯაბლა, რომელიც კოსტა რიკის მოქალაქეა, მეუღლეს პარიზში შეხვდა და დაპატიმრებამდე საცხოვრებლად ინგლისში გადასვლას გეგმავდა. The Sun-ის ცნობით, მეუღლემ, ესტეფანია მაკდონალდ როდრიგესმა, რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, შედეგად პოლიციას მათი პოვნა გაუადვილდა.

გრიჯაბლა დაკავებიდან მეორე დღეს სასამართლოში იმყოფებოდა და აშშ-ში ექსტრადიციას ებრძვის, სადაც მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

კოსტა რიკის გენერალურმა პროკურორმა კარლო დიასმა პოლიცა შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ მის ოფისს გრიჯაბლას წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ აქვს.

„ჩვენთვის ეს ასევე მნიშვნელოვანი დაკავებაა, რადგან ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ მისთვის რაიმე დანაშაულებრივი ქმედების მიკუთვნება ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს დიასი.

წყარო