ე.წ. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის გვერდზეა აღნიშნული.
განახლებული ინფორმაცია, კანონპროექტს კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა, ესენი არიან: მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგერი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია).
ცნობისთვის, კანონპროექტმა კენჭისყრაზე გამოტანამდე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ და საგარეო საქმეთა კომიტეტებში განხილვა უნდა გაიაროს.