ავტორი:

"ბარსელონაში მდებარე ქართულ ბიბლიოთეკას უკვე შევმატეთ ასი ახალი გამოცემა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"ბარსელონაში მდებარე ქართულ ბიბლიოთეკას უკვე შევმატეთ ასი ახალი გამოცემა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე წერს, რომ "ბიბლუსისა" და "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდაჭერით, ბარსელონაში მდებარე ქართულ ბიბლიოთეკას ასი ახალი გამოცემა შეემატა.

ამის შესახებ ინფორმაციას კეკელიძე სოცქსელში ავრცელებს.

"კატალონიის ბიბლიოთეკაში "ქართული თაროს" გენერალური მხარდამჭერია Biblusi • ბიბლუსი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება. ბარსელონაში მდებარე ბიბლიოთეკას უკვე შევმატეთ ასი ახალი გამოცემა.

თითქმის დასრულდა მოლაპარაკება ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, რომელიც უკვე საკუთრივ ქართველი ემიგრანტებისთვის მოაწყობს სამკითხველოს. #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze" - წერს კეკელიძე.

"ბიბლუსისა" და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივითა და მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქართული ბიბლიოთეკაა გახსნილი. ცოტა ხნის წინ ქართული ბიბლიოთეკა ნიდერლანდებსა და გერმანიაში გაიხსნა.

ქართული წიგნის კუთხე საზღვარგარეთ მანამდე შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: ემპოლი (იტალია) , ვროცლავი (პოლონეთი) ,სტამბოლი (თურქეთი) , ერევანი (სომხეთი), კარლსრუე (გერმანია).