კანადამ და მექსიკამ, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტრუდოს თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები "ეკონომიკურ ტკივილს“ გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა, ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ.
"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თეთრი სახლის ცილისწამებას იმის შესახებ, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან ალიანსები აქვს“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მინისტრს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე რეაგირება დაავალა, რომელიც მოიცავს საპასუხო ტარიფებს და სხვა ზომებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.