ავტორი:

"სტუდენტები ჩემპიონები არიან" - წარწერა  ნოვაკ ჯოკოვიჩის სამოსზე და მხარდაჭერა სტუდენტებს

"სტუდენტები ჩემპიონები არიან" - წარწერა  ნოვაკ ჯოკოვიჩის სამოსზე და მხარდაჭერა სტუდენტებს

ცნობილმა სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბელგრანდში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ის საზოგადოებაში გამოჩნდა ჰუდით, რომელსაც ეწერა:

"სტუდენტები ჩემპიონები არიან".

ცნობისთვის, სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.