ავტორი:

“თბილისი მოლთან“ შეკრებილებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს და მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან მისვლას გეგმავენ (ფოტო/ვიდეო)

“თბილისი მოლთან“ შეკრებილებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს და მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან მისვლას გეგმავენ (ფოტო/ვიდეო)

“თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. გზის დანარჩენ ზოლებში საავტომობილო მოძრაობა გრძელდება. მსვლელობით ისინი საქალაქო სასამართლოსთან გადანაცვლებას გეგმავენ.

მანამდე მათ სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ ტროტუარზე დარჩნენ და არ დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა პოლიციასთან დისკუსიის შემდეგ, ისინი ერთ ზოლში მართავენ მსვლელობას. აქციის მონაწილეებს მიყვება სამართალდამცველთა გარკვეული შემადგენლობა კორდონით.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო“, “ყველგან პოლიცია არსად სამართალი“, “ცეცხლი ოლიგარქიას“, “რუსებო, რუსებო“.

ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სამართალდამცავები სავალი გზის ორივე მხარეს არიან განლაგებული. აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები.

  • საპროტესტო აქციის მონაწილეებს სტუდენტები შეუერთდნენ

„თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სტუდენტები შეუერთდნენ.

ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან შეიკრიბნენ და შემდეგ სავაჭრო ცენტრამდე მსვლელობით დაიძრნენ.

გზის ორივე მხარეს პოლიციის კორდონია განლაგებული. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ ასევე დაკავებულების ფოტოსურათები აქვთ მოტანილი. ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ფოტო: ვანო გორგიშვილი