თბილისის გასასვლელში, ავტომაგისტრალზე პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. მოქალაქეები პოლიციამ ავტომობილში ჩასვეს და გაიყვანეს.
პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად არის დაპირისპირება.
მანამდე აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ოპერატორი ნიკო კოკაია დაშვდა - სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კიდევ რამდენიმე პირს გაუწია დახმარება.
თბილისის გასასვლელში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც პირველად სამედიცინო დახმარებას უწვენ დაშავებულებს.
იხილეთ ასევე: