“ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ - რამდენიც არ უნდა დააკავონ - არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ იღებს “დრაკონულ კანონს“ ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა.
“ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ - რამდენიც არ უნდა დააკავონ. ისინი [“ქართული ოცნება“] აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ. სჭირდება ამას საკანონმდებლო ცვლილებები? - ამას აკეთებენ. იღებენ რაღაც დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა ეს. ერთი ერთში აკოპირებენ ყველაფერს. არც მაგისი არვის ეშინია. არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია. ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.