ავტორი:

“მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი... მალა გადარჩა“ - რას წერს გურამ როგავა აქციაზე დაშავებული ოპერატორის შესახებ

“მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი... მალა გადარჩა“ - რას წერს გურამ როგავა აქციაზე დაშავებული ოპერატორის შესახებ

"ნიკო მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომწერა, რომ მალა გადარჩა, საბედნიეროდ, მოტეხილობა არ არის, ექიმები აგრძელებენ კვლევას და დაკვირვებას,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გურამ როგავა წერს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გაშუქების დროს, ძალოვანი მძიმედ გაუსწორდა.

როგავა სოლიდარობას უცხადებს “ტვ პირველის“ ოპერატორს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათი თანამშრომელი ნიკო კოკაია დღეს, თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე აქციის დროს დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

  • “ჯანმრთელობა ნიკოს და გამარჯვება ჩვენ! ნიკო კოკაიამ ფოტოს გასაჯაროების ნებართვა მომცა და გიზიარებთ!

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ივანიშვილს ხალხის ძალის ეშინია, იცის, რომ ბევრი ვართ, იმდენი ვართ, რომ შეგვიძლია მაგისტრალები გადავკეტოთ და კანონიც ამიტომ შეცვალეს! ერთად ძლიერები ვართ! ბრძოლა გრძელდება!"- წერს ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. ის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.

იხილეთ ასევე: