ავტორი:

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას, წადი! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მათ თან აქვთ საქართველოს დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მათი მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.

დღეს თბილისში აქცია მიმდინარეობდა "თბილისი მოლის" მიმდებარედაც. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მომიტინგეებმა 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები - გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.