მეგობრები თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ.
როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება, უკვე მეოთხე დღეა, პოლიცია ნინო ციცვიძეს ეძებს. ბოლოს მასთან კონტაქტი ოთხშაბათს ჰქონდათ, მას შემდეგ კი მისი კვალი გაქრა. ახალგაზრდა ქალი ორსულად არის.
“მეგობრებო დაიკარგა ჩემი მეგობარი ნინო ციცვიძე ბოლო კვალი ოთხშაბათს ჰქონდათ კონტაქტი. დაიკარგა ჯიქიას ტერიტორიიდან, აქვს ფსიქიკურო პრობლემები, არის ორსულად. არ შედის კონტაქტში ადამიანებთან. გთხოვთ თუ სადმე დაინახავთ დარეკოთ 112 -ში. არ ჰყავს ნათესავები და ოჯახის წევრები.
ტელეფონის ნომერი: 555358904“