ავტორი:

“დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები“ - ჯო უილსონი

“დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები“ - ჯო უილსონი

“დროა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლო მეგობრებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს“, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს.

“ნატო-ს ამ მოკავშირეებს მოვუწოდებ, მოხსნან ბლოკი!“- აცხადებს უილსონი.

ამასთან, მისი თქმით, შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების 67-ე დღესაც ქუჩებში გამოვიდა.

“ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს მათ და არბევს მათ სახლებს“, - წერს უილსონი.