Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, ამ თანამდებობაზე მუშაობას სკანდალურად იწყებს და საჯარო სივრცეში USAID-ს უმწვავესად აკრიტიკებს.
მან 2 თებერვალს X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც USAID-ს “კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა.
მან კონსერვატორი მაიკ ბენცის ვიდეო გააზიარა, რომელშიც USAID-ზე, ინტერნეტ ცენზურასა და პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნის მიმართულებებზეა საუბარი.
“ჩემს X-ის ანგარიშზე გავმართე 50-საათიანი ლაივ სტრიმ ლექციები, რომელშიც გამომწერებს ინტერნეტ ცენზურისა და საზოგადოებაზე გათვლილი პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნაში, USAID-ის მთავარი როლის შესახებ ვესაუბრე.
როდესაც ამ კვირაში სახლში დავბრუნდები, დავდებ ამ ჩანაწერებს“, - წერს ბენცი.
"დემოკრატიის ეროვნულ ფონდი" კორუფციაშია ჩაძირული... დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია", - წერს მასკი X-ზე.
NED-ი 1983 წელს დაარსებული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, როგორც თავად ორგანიზაციაში აცხადებენ, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას ემსახურება.
ილონ მასკის X-ის ანგარიშზე, ორგანიზაციის შესახებ ონლაინ “დებატები“ ამ წუთებშიც გრძელდება. მილიარდერი სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებებს აზიარებს და მათ მოკლე ციტატებით ეხმაურება - ეთანხმება ან დასმულ კითხვებს იწონებს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Did you know that USAID, using YOUR tax dollars, funded bioweapon research, including COVID-19, that killed millions of people? <a href="https://t.co/YVwyKA7ifs">https://t.co/YVwyKA7ifs</a></p>— Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1886129005759262964?ref_src=twsrc%5Etfw">February 2, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
დონალდ ტრამპის თქმით, სააგენტოს “რადიკალი გიჟები“ მართავენ და ორგანიზაციის მომავალზე მას შემდეგ იფიქრებს, რაც მის ხელმძღვანელებს გაათავისუფლებს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა USAID -ის ორი მაღალი თანამდებობის პირი მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ილონ მასკის წარმომადგენლებისთვის საიდუმლო მასალები გადაეცათ.
“მასკის DOGE გუნდს არ გააჩნდა ნებართვა ამ ინფორმაციაზე წვდომისთვის. ამიტომ USAID-ის უსაფრთხოების ორმა თანამშრომელმა, ჯონ ვურჰესმა და მისმა მოადგილემ ბრაიან მაკგილმა იურიდიულად ვალდებულებად მიიჩნიეს უარი ეთქვათ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომაზე,“ - აღნიშნავს სააგენტო, თუმცა სტატიაშივე წერს, რომ DOGE-მ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა საბოლოოდ მიიღო.
“როიტერის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში USAID-ის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს.
დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დეპარტამენტის წარმომადგენელთა ქმედებებს უპრეცედენტო უწოდა და მოითხოვა დაუყოვნებლივ რეაგირება ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. შაჰინის ინფორმაციით, 3 თებერვალს სენატორების ორპარტიული ჯგუფის შეხვედრას მოიწვევენ.
ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია. ის პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
იხილეთ ასევე: