რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი, წლების განმავლობაში თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალებს იწვევენ, მაგრამ აღშფოთებამ კვირას, ლოს ანჯელესში, "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო პიკს მიაღწია.
ვიდეოში ჩანს, როგორ აძლევდა უესტი შემაშფოთებელ მითითებებს ბიანკას, ვიდრე ის შავ ბეწვის ქურქს მოიხსნიდა და სრულიად შიშველ სხეულს გამოაჩენდა, რამაც მაყურებელი შოკში ჩააგდო.
LipReader-ის დამფუძნებლისა და მთავარი ანალიტიკოსის, ნიკოლა ჰიკლინგის თქმით, უესტი ცოლს ეუბნებოდა: "ახლა სცენას დადგამ", რაზეც ავსტრალიელმა მოდელმა თავი დაუქნია. "დადგი სცენა, ეს აზრიანი იქნება... ქურქი უკნიდან ჩააგდე და შემობრუნდი, მე შენთან ვარ."
შოკისმომგვრელი სცენის შემდეგ წყვილმა გრემის დაჯილდოების ცერემონიალი სწრაფად დატოვა. დასავლური მედია წერს, რომ დაუდასტურებელი ჭორების მიხედვით, მათ ცერემონიალის დატოვება ორგანიზატორებმა მოსთხოვეს, თუმცა მეორე წყარო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა არავის მხრიდან არ ყოფილა და საღამოს დატოვება წყვილის სურვილი იყო.
სოციალურ მედიაში საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ პიკს მიაღწია. წყვილის ურთიერთობის დინამიკის შესახებ ბევრმა ფანმა შიში გამოთქვა. ინსაიდერებმა ადრეც გაამჟღავნეს, რომ ბიანკას მეგობრები "უკიდურესად შეშფოთებულნი" არიან.
ბიანკა, რომელიც Yeezy-ში არქიტექტურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პირველად კანიეს კიმ კარდაშიანთან განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის იანვარში დაუკავშირეს. კიმთან ქორწინების დროს, კანიე ხშირად მოიხსენიებდა მას, როგორც თავის "მუზას", რომლის მოდურ არჩევანზეც დიდ გავლენას ახდენდა. მეგობრები მიიჩნევენ, რომ ის ბიანკასთანაც იმავეს აკეთებს.