ავტორი:

სანტორინისთან ასობით ნაკლებად მძლავრი მიწისძვრა მოხდა - საბერძნეთის ხელისუფლებამ პრევენციისთვის კუნძულზე სპეციალური ძალები და სამაშველო ჯგუფები გაუშვა

სანტორინისთან ასობით ნაკლებად მძლავრი მიწისძვრა მოხდა - საბერძნეთის ხელისუფლებამ პრევენციისთვის კუნძულზე სპეციალური ძალები და სამაშველო ჯგუფები გაუშვა

საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულ სანტორინიზე სპეციალური ძალები, სამაშველო ჯგუფები, კარვები და დრონები გაგზავნა მას შემდეგ, რაც რეგიონში ასობით სეისმური ბიძგი დაფიქსირდა.

დიდი მიწისძვრის შიშით, რომელმაც შესაძლოა, ცუნამიც გამოიწვიოს, მოსახლეობას ურჩიეს, სანაპირო ზოლისა და მიტოვებული შენობებისთვის თავი აერიდებინათ, საცურაო აუზები დაეცალათ და დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავი შეეკავებინათ. სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლები ორშაბათს პრევენციულად დაიხურებოდა.

საბერძნეთში მიწისძვრები ხშირად ხდება, მაგრამ ექსპერტებმა 48 საათის განმავლობაში გაზრდილი სეისმური აქტივობა, 200-ზე მეტი ბიძგით, დრამატულად შეაფასეს. თუმცა, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ბიძგები გამოწვეული იყო ტექტონიკური და არა - ვულკანური აქტივობით.

1956 წელს კუნძულმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა რიხტერის სკალით 7-ზე მეტი სიძლიერის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ცუნამი გამოიწვია.

სეისმოლოგმა გერასიმოს პაპადოპულოსმა განაცხადა, რომ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს", თუმცა გაზრდილი აქტივობა "ზღვაში, კუნძულებიდან მნიშვნელოვან მანძილზე დაფიქსირდა", რაც კარგია.

წყარო