მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექს “სკარლეტ იალქანში“ აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, არის ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე მოხდა. ტალღამ ფანჯრები და კარები ჩამოაშალა, დაზიანდა კორპუსის ნაწილი.
თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელყუმბარის აფეთქებას სავარაუდოდ, DPR - ის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და "არბატის" ბატალიონის დამფუძნებელი არმენ სარქისიანი ემსხვერპლა.
თუმცა, განახლებული ინფორმაციით, ის ცოცხალია, მაგრამ უკიდურესად მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსული მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე სწორედ ის უნდა ყოფილიყო.
უკრაინული მედია კი იწერს, რომ სარქისიანი წარმოადგენდა იანუკოვიჩის ახლო წრეს და მაიდანის დროს აქციის მონაწილეებს არბევდა, მას "ტიტუშკად" მოიხსენიებენ.
SBU-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მას დაევალა შეექმნა სპეციალური დანიშნულების საბრძოლო ბატალიონი ArBAT-ი, რომელშიც შედიოდნენ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი დამნაშავეები. მისი პატიმრებით დასაკომპლექტებლად რუსეთის სპეცსამსახურებმა სარქისიანი დანიშნეს დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ციხეების ე.წ. ზედამხედველად.
აფეთქების ადგილზე სამედიცინო ვერტმფრენები მივიდნენ.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
rtvi-ის ინფორმაციით, არმენ სარქისიანი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინფორმაცია სამართალდამცველმა ორგანოებმაც დაადასტურეს.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია TASS-ს გორლოვკას მერმა ივან პრიხოდკომაც დაუდასტურა. ”დიახ”, - თქვა უპასუხა მან სააგენტოს შეკითხვას სარგსიანის გარდაცვალების შესახებ.