ავტორი:

"იმ 9 წლის ლიდერები - სხვადასხვა პარტიებში "გადაყუსულები" ისე ჩუმად არიან, გეგონება, მაგათ არ ეხებათ და მე, ბოკუჩავა და ხაბეიშვილი ვიყავით პასუხისმგებლები რამეზე სკოლიდან" - ანი წითლიძე

"იმ 9 წლის ლიდერები - სხვადასხვა პარტიებში "გადაყუსულები" ისე ჩუმად არიან, გეგონება, მაგათ არ ეხებათ და  მე, ბოკუჩავა და ხაბეიშვილი ვიყავით პასუხისმგებლები რამეზე სკოლიდან" - ანი წითლიძე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე აზიარებს და ეხმიანება ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იმ სტატუსს, რომელშიც ჭიაბერაშვილი საზოგადოებას "ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობას ახსენებს.

ანი წითლიძე:

"ზურამ დაწერა და მე დავამატებ.

მე არ ვარ ასე იმედიანად.

მე მგონია რომ კიდევ მრავალი წელი გავა ვიდრე ისტორია დაწერს რა იყო ის 9 წელი დამოუკიდებელი საქართველოსთვის, მანამდე ტვინგამორეცხილებს, კიდევ დიდხანს გამოიყენებს ბიძინა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენს წინააღმდეგ ლოზუნგებით: "ნაცები და ქოცები ერთი არიან" (თავად ახლადგანქოცებულებს საკუთარ თავთან რომ უტყდებათ იმის აღიარება რომ 2012 წელს რუსები მოათრიეს ხელისუფლებაში).

არ დავაყვედრიდი ამ უკანასკნელს კიდევ, რომ ბიძინას რუსული პროპაგანდის ქვეშ არ იყვნენ.

  • ყველაზე სასაცილო და უცნაური ის არის, რომ ნაცების ხელისუფლებაში მყოფი მინისტრები, იმ 9 წლის ლიდერები - სხვადასხვა პარტიებში გადაყუსულები ისე არიან ჩუმად გარინდული, გეგონება მაგათ არ ეხებათ და ის ცხრა წელი - მე, ბოკუჩავა და ხაბეიშვილი ვიყავით პასუხისმგებლები რამეზე სკოლიდან.

"ის ცხრა წელი" აღმშენებლობის და განვითარების წლები იყო, რა თქმა უნდა, თავისი შეცდომებით, მაგრამ ნებისმიერი შედარება 12 წელთან საკუთარი ისტორიის არ ცოდნა და დიქტატორთან ბრძოლაში სისუსტეა".