ავტორი:

დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა - პეკინი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა - პეკინი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში თბილისის დროით 09:01-ზე შევიდა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან საუბარს ძალიან მალე აპირებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის ცნობით, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირაში შედგება.

  • ტრამპის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს.

პეკინი აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე, საპასუხო ტარიფებს აწესებს. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს - ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე.

აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.

პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან და მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეიბნაუმთან საუბრის შემდეგ კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა.