FBI-ის აგენტები, რომლებიც არაფორმალური "საიდუმლო ჯგუფის" წევრები არიან და "ამოუხსნელი მოვლენების მზარდ შემთხვევებს", ინფორმაციებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესახებ იძიებენ, შეშფოთებულები არიან, რომ შეიძლება, FBI-ის შესაძლო "წმენდის" გამო, სამსახურიდან გაუშვან.
ინსაიდერების თქმით, ზემოთ აღნიშნული "საიდუმლო ჯგუფის" ზოგიერთი წევრი გარდა UFO-სთან დაკავშირებული თემებისა, ასევე მუშაობდა 6 იანვრის საქმეებზე.
ბიუროს ყველა აგენტს დაევალა, კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებული კითხვარის შევსება, რაც გახდა შეშფოთების საფუძველი, რომ შესაძლოა, ეს ნაბიჯი შეიძლება FBI-ში ტრამპის მიერ დაკვეთილი წმენდის საფუძველი გახდეს.
"მე ვესაუბრე ჯგუფის რამდენიმე აგენტს, რომლებსაც ეშინიათ, რომ თავიანთ როლს დაკარგავენ," - განაცხადა რაიან გრეივსმა, Americans for Safe Aerospace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა საზღვაო ძალების პილოტმა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონს ჰქონდა პროგრამა სახელად - Advanced Aerospace Threat Identification, რომლის ფარგლებშიც, სამხედროები "უცნობი ანომალიური მოვლენების შემთხვევებს აკვირდებოდნენ".
მაშინ კონგრესში ორპარტიული ზეწოლა დაიწყო, რათა მთავრობას უფრო აგრესიულად ემოქმედა და გამოეძიებინა პენტაგონისთვის ცნობილი ინფორმაციები YFO-ს შესახებ.. საკანონმდებლო ძალისხმევათა უმეტესობას მაშინდელი სენატორი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა სახელმწიფო მდივანია.