ავტორი:

ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა.. - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი

ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა..  - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბონდის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სენატის 54-მა წევრმა დაუჭირა ხმა, 46 წინააღმდეგი იყო.

ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის კანდიდატურას “რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მხარი “დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.

  • შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მისმა პირველმა არჩევანმა, მეტ გეცმა, “რესპუბლიკელი“ სენატორების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კანდიდატურა მოხსნა.

თავად პემ ბონდი საზოგადოებამ უცნაურ გარემოებებში გაიცნო. ის წლების წინ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორც ბრალდებული.

პემ ბონდი და სემბერნარი “მასტერ ტანკი“

ბონდს სურდა მოეპოვებინა მეურვეობა ძაღლზე, რომელიც 2005 წელს შეიკედლა, მას შემდეგ რაც ძაღლმა ქარიშხლის დროს ოჯახი დაკარგა. როგორც აღმოჩნდა, ოჯახი ცდილობდა ძაღლის პოვნას, მაგრამ ბონდიმ უარი უთხრა დაბრუნებაზე. ის ოჯახს ცხოველის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.

თუმცა ლუიზიანელი ოჯახი აცხადებდა, რომ ქარიშხალ "კატრინას" დროს დაკარგული მათი ძაღლი სინამდვილეში ბონდმა მოიპარა. საბოლოოდ, აღნიშნული საქმე სასამართლო პროცესამდე მოგვარდა და “მასტერ ტანკი“ ოჯახს დაუბრუნდა.

ბონდის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს არჩეული პრეზიდენტის რძალთან და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარესთან ლარა ტრამპთან.

პემ ბონდი ლარა ტრამპთან ერთად 202 წელს, ერთ-ერთ სააგიტაციო შეხვედრაზე
  • პირველი ქალი გენერალური პროკურორი ფლორიდაში

ბონდი იყო ფლორიდის გენერალური პროკურორი 2011 წლიდან 2019 წლამდე, ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა. იმ პერიოდში რეგულარულად გამოდიოდა Fox News-ზე და შემდეგ, ფლორიდაში, ტრამპის 2016 წლის კამპანიის დროს, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა.

59 წლის პემ ბონდი ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე გარეტ ბარნსი იყო. წყვილი 22 თვის შემდეგ დაშორდა. 1996 წელს ბონდი დაქორწინდა სკოტ ფიცჯერალდზე, ისინი 2002 წელს დაშორდნენ. 2012 წელს კი დაინიშნა გრეგ ჰენდერსონზე.

იხილეთ ასევე: