დონალდ ტრამპის უმცროსი შვილი, ბარონ ტრამპი მამის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მის მიმართ მედიის ინტერესი, რა თქმა უნდა, დიდია.
ბარონი უნივერსიტეტის კამპუსში გასულ სამშაბათს გამოჩნდა.
ახალგაზრდა ტრამპს კრემისფერი სვიტერი, თეთრი პოლო მაისური, ჯინსის შავი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. ის Trump Tower-დან უნივერსიტეტში ესკორტით მივიდა, რომლის შემადგენლობაშიც ხუთი ავტომობილი იყო - ბარონს საიდუმლო სამსახურის აგენტები და ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრები ახლდნენ.
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე შვილი ასე წარადგინა:"ის საკმაოდ მაღალია - ნამდვილად ძალიან მაღალია. თან, ძალიან სიმპათიურია… საინტერესოა, რომ პოლიტიკითაა დაინტერესებული, რაც ცოტა გასაკვირიც კია", - თქვა ტრამპმა და დაამატა, - "ხანდახან მეუბნება: "მამა, აი, ეს უნდა გააკეთო.“
ბარონ ტრამპი აპირებს, ბიზნესში ჩაებას და პარტნიორებთან ერთად შექმნას უძრავი ქონების კომპანია Trump, Fulcher & Roxburgh Capital Inc. კომპანიის მიზანია მაღალი კლასის პროექტების განვითარება, მათ შორის გოლფის მოედნების შექმნა არიზონაში, აიდაჰოსა და იუტაში. კომპანიის მთავარი ოფისი ფლორიდაში, პალმ-ბიჩის Mar-a-Lago-ში მდებარეობს.
NYU-ში ბარონი კარგად მიიღეს. გამოცემა People-ის ცნობით, ბარონი "განსაკუთრებით პოპულარულია გოგონებში“.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სტუდენტური ცხოვრება ჩვეულებრივს არ ჰგავს, ბარონი ნელ-ნელა ეგუება ბიზნესის სტუდენტის ცხოვრებას და საკუთარ მომავალს უძრავი ქონების სფეროში ხედავს.
წაიკითხეთ ასევე: