როგორ შევარჩიოთ სწორად რობოტი მტვერსასრუტი 400 ლარამდე ბიუჯეტით?

როგორ შევარჩიოთ სწორად რობოტი მტვერსასრუტი 400 ლარამდე ბიუჯეტით?

თანამედროვე ადამიანისთვის დროის მენეჯმენტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც სახლის დასუფთავებას დღის არცთუ ისე მოკლე მონაკვეთს ვუთმობთ ხოლმე, საბოლოო ჯამში კი ეს რუტინა სხვა, უფრო საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობისთვის გვართმევს დროსა და ენერგიას. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის რობოტი მტვერსასრუტი. ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარებამ და წარმოების ზრდამ ის ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცია. სწორედ ამიტომ, უკვე შეგვიძლია, მაღალი სიმძლავრისა და მრავალფეროვანი ფუნქციონალების მქონე მტვერსასრუტი უკვე სულ რაღაც 400 ლარამდე ბიუჯეტით შევიძინოთ.

მტვერსასრუტების ინდუსტრიაში წამყვან ბრენდებს შორის გამორჩეულია Dreame, რომლის F9 მოდელი ერთდროულად ხელმისაწვდომიცაა, გამძლეც და ეფექტურიც, იდეალურად წმენდს იატაკს და გვიზოგავს დროს. მოდელზე „ელიტის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე მოქმედებს ფასდაკლება და მისი შეძენა 699 ლარის ნაცვლად უკვე 399 ლარად არის შესაძლებელი. აქცია შეზღუდული დროით გაგრძელდება.

ჭკვიანი მტვერსასრუტი აღჭურვილია ერთდროულად მშრალი და სველი წმენდის ფუნქციონალებით, აქვს მაღალი სიმძლავრე - მისი შეწოვის ძალა 2500 პასკალია, ელემენტის მოცულობა კი 3200 mAh. მტვერსასრუტი უმკლავდება მტვრის მცირე ნაწილაკებსა და ცხოველის ბეწვს, რომლის ზედაპირებიდან მოშორება ბევრი ჩვენგანისთვის მართლაც ყოველდღიური რუტინის ნაწილია.

რაც მთავარია, მტვერსასრუტის მართვა აპლიკაციის მეშვეობით, დისტანციურადაც შეგიძლიათ, რაც საშუალებას მოგცემთ, შეიქმნათ დამატებითი კომფორტი და ნებისმიერი ადგილიდან იზრუნოთ თქვენი სახლის სისუფთავეზე. მოწყობილობა თავსებადია Alexa ასისტენტთანაც.

Dreame F9 მოდელი აღჭურვილია 3 რუკის დამახსოვრებისა და წინაღობის გადალახვის ფუნქციონალებით, 150 წუთის განმავლობაში უწყვეტად ასუფთავებს 160მ2 ფართს, ავტომატურად უმატებს სიმძლავრეს ხალიჩების წმენდისას, რაც საშუალებას მოგცემთ, მშვიდად მართოთ მოწყობილობა დისტანციურად.

ეს ბიუჯეტური მოდელი, რომლის მეშვეობითაც Dreame-მა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდა, საშუალებას მოგცემთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ სახლში მაქსიმალურ ჰიგიენას.

რობოტი მტვერსასრუტი 1992 წელს კორეელმა გამომგონებლებმა შექმნეს და მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება, თავი დაეღწიათ ყველაზე დამღლელი რუტინისგან და კიდევ უფრო უკეთ დაეცვათ სისუფთავე სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოგონებას საზოგადოების ნაწილი თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა, რობოტი მტვერსასრუტი მალევე გავრცელდა მსოფლიო ბაზარზე. მოთხოვნის ზრდასთან ერთად დაიხვეწა ტექნოლოგიები და საბოლოოდ, მივიღეთ მოწყობილობა, რომელიც სახლის საქმეებში ადამიანის საუკეთესო დამხმარედ იქცა.

ტექნოლოგია, რომელიც Dreame-ის შემქმნელებმა განავითარეს, საშუალებას იძლევა, მარტივად მოვასწროთ სახლის საქმეების შესრულება და გრძელი სამუშაო დღის შემდეგ თავისუფალი დროით დავტკბეთ.

Dreame F9 მოდელის შესაძენად მიჰყევით ბმულს.

R