აშშ-ის "საშიშ დამნაშავეებს", რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან მსჯავრდადებულნი "ელ სალვადორის" ციხეში მოათავსებენ. საუბარია ასევე, რომ სხვადასხვა დანაშაულებში ბრალდებული არალეგალი მიგრანტებიც ამ ციხეში გაგზავნონ. ეს ის ადგილია, რომელსაც "დედამიწაზე ჯოჯოხეთს" უწოდებენ.
ჩვენი სტატიის თემა ელ სალვადორის ციხეა, რომლის ჯოჯოხეთურ გარემოზეც მედია დიდი ხანია წერს. "ნიუ იორკ პოსტის" ინფორმაციით, პატიმრები გადატვირთულ საკნებში ცხოვრობენ და მეტოქე ბანდების წევრები საკვებისა და წყლისთვის სიკვდილამდე იბრძვიან.
სალვადორში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს შეხვედრის შემდეგ, რუბიომ განაცხადა, რომ მეგა-ციხემ შეიძლება, აშშ-დან პატიმრების მიღება დაიწყოს.
"და მან ასევე შემოგვთავაზა, იგივე გააკეთოს საშიში კრიმინალებისთვის, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან და სასჯელს შეერთებულ შტატებში იხდიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-ის მოქალაქეები ან ლეგალური რეზიდენტები არიან", - აღნიშნა რუბიომ.
CECOT-ის ციხე დედაქალაქიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთით, 77 კილომეტრში მდებარეობს, სადაც MS-13-ისა და მეტოქე Barrio 18-ის ბანდის წევრები არიან მოთავსებულნი.
ციხე დიდი სასადილო დარბაზებით, დასასვენებელი ოთახებით, სპორტდარბაზითა და უამრავი სამაგიდო თამაშით არის აღჭურვილი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დაწესებულებაში მომუშავე დაცვის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით, 2000 კაცს შეადგენს.
თითოეულ საკანში 65-70 პატიმარია მოთავსებული. მეტოქე ბანდის წევრები ხშირად ერთსა და იმავე საკნებში იმყოფებიან.
პატიმრები თავიანთ საკნებში მდებარე დიდ აუზში ბანაობენ, სასმელ წყალს კი დიდი პლასტმასის კასრიდან აგროვებენ. ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ჯგუფები ასევე აცხადებენ, რომ იქ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც დაცვის თანამშრომლების, ისე პატიმრების მხრიდან.
Cristosal-ის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა დაადგინა, რომ გასული წლის იანვრიდან ივნისამდე სულ მცირე 174 პატიმარი იქნა ნაწამები, მათი ნაწილი კი მოკლული.
Due Process of Law Foundation-ში შიშობენ, რომ ციხეში მოპყრობა პატიმრებზე მძიმე ფსიქოლოგიურ კვალს დატოვებს და მათი რეაბილიტაციის იმედებს გააქრობს. მართალია, ბევრი პატიმარი უვადო პატიმრობას იხდის და სავარაუდოდ, გარე სამყაროს ვეღარასოდეს იხილავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კონკრეტული ვადით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
"სწორედ ამიტომ არიან ისინი აქ, მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში", - განაცხადა მან.
უფლებადამცველმა ჯგუფმა, Socorro Juridico Humanitario-მ განაცხადა, რომ CECOT-ში დაკავებულთა თითქმის მესამედი უდანაშაულოა.
მეგა-ციხეს 40,000 ადამიანის დატევა შეუძლია, ბუკელემ ადგილების ნაწილის შევსება კრიმინალი მიგრანტებითა და მსჯავრდებული მოქალაქეებით აშშ-ს საფასურის სანაცვლოდ შესთავაზა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა ასეთი უჩვეულო ნაბიჯის გადადგმა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, საკუთარი მოქალაქეების დეპორტაცია სხვა ქვეყანაში აშშ-ს არ შეუძლია.
ელ სალვადორის ოპოზიციური პარტიის გენერალურმა მდივანმა, მანუელ ფლორესმა წინადადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ელ სალვადორი დასავლეთ ნახევარსფეროს კრიმინალების ნაგავსაყრელი არ იქნება.
"რა ვართ ჩვენ? უკანა ეზოები, წინა ეზოები თუ ნაგავსაყრელები?" - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.