გავრცელდა დოკუმენტები, რომლის მიხედვით, "ჰამასმა" საკუთარი რიგებიდან ტერორისტები, რომლებსაც სავარაუდოდ, ჰომოსექსუალური კავშირები ჰქონდათ, აწამა და სიკვდილით დასაჯა. წყაროები ამატებენ, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის ზოგიერთი ისრაელელი მსხვერპლი ტყვეობაში გააუპატიურეს.
დოკუმენტებში საუბარია იმ დანაშაულებზე, რომლებიც სავარაუდოდ, 94-მა ტერორისტმა ჩაიდინა. ეს აერთიანებს "ჰომოსექსუალურ საუბრებს," "გოგონებთან ფლირტს კანონიერი ურთიერთობის გარეშე" და "სოდომს", ბავშვებზე ძალადობისა და წამების სერიოზულ ბრალდებებთან ერთად.
2012 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში აღწერილი საქმეები ეხება "ჰამასის" დაზვერვის, სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს და აღნიშნულია, რომ ახალი წევრები საბოლოოდ, ტერორისტულ ჯგუფთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად, მათი ქმედებების გამო "მიუღებლად" იქნენ მიჩნეულნი.
"ის მუდმივად წყევლის ღმერთს, მიღებულია ინფორმაცია, რომ მან პატარა ბავშვი სექსუალურად შეავიწროვა", - აღნიშნულია ერთ-ერთ ბრალდებაში.
სხვა ბრალდების თანახმად, "მას (ჰამასის ერთ-ერთ წევრს, რომანტიკული ურთიერთობები აქვს ფეისბუქზე. ის არასდროს ლოცულობს. ქცევით და მორალურად გადახრილი."
"გადახრილი" - სწორედ ეს სიტყვა არის გამოყენებული დოკუმენტში გეის ნაცვლად.
ასე მოხდა ჰამასის ყოფილი მეთაურის, მაჰმუდ იშტივის შემთხვევაში, რომელიც 2016 წელს სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც მას ჰომოსექსუალური აქტი დაედო ბრალად.
იშტივის აღიარება და სასტიკი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულ დოკუმენტებშიც არის აღწერილი.
"სოდომის დანაშაულის ჩადენა საზარელი სახით, მაშინ როცა ის დაქორწინებულია ორ ქალზე უფრო საზარელია, ვიდრე მრუშობა და ის ყურანში არაერთხელაა აღწერილი უხამსობად. ასეთი ცოდვის ჩამდენი ქვებით ჩაქოლვას იმსახურებს", - წერია დოკუმენტებში.
ჰამასმა იშტივი სიკვდილით დასაჯა - მას მკერდში სამი ტყვია ესროლეს. მანამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ის პატიმრობაში ჰყავდათ და აწამებდნენ - მათ შორის, საათების განმავლობაში კიდურებით ჰკიდებდნენ.
ოფიციალურმა პირებმა და ისრაელში, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების გადარჩენილებმა "ნიუ იორკ პოსტთან" სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრეს.
იყო შემთხვევები, როდესაც "ჰამასის" მებრძოლებმა გააუპატიურეს ისრაელელი მამაკაცები.