ავტორი:

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობა? - ამერიკელი სენატორი კარტელებთან საბრძოლველად “მეკობრეების” გამოყენების ინიციატივით გამოდის

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობა? - ამერიკელი სენატორი კარტელებთან საბრძოლველად “მეკობრეების” გამოყენების ინიციატივით გამოდის

სენატორ მაიკ ლის მიაჩნია, რომ მექსიკის ნარკოკარტელებთან საბრძოლველად აშშ-მა "სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მეკობრეობას უნდა მიმართოს".

  • იუტას რესპუბლიკელმა სენატორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტების სერიაში სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მეკობრეების გამოყენებაზე ისაუბრა და ეს საკითხი განიხილა როგორც საზღვრის უსაფრთხოების გადაწყვეტის ფორმა.

ლიმ განმარტა, როგორ ანიჭებს აშშ-ს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი კონგრესს ნარკოკარტელებთან ომის გამოცხადებისა და კერძო პირებისა თუ ჯგუფებისთვის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას, რომ ძალის გამოყენებით იმოქმედონ, აღჭურვონ კერძო სამხედრო გემები და მტრის ხომალდები ჩაძირონ ან დაატყვეონ. ასეთ მეკობრეებს უფლება ექნებათ "ნადავლის" ნაწილი დაიტოვონ, ნაწილი კი მთავრობას გადასცენ.

  • ბოლოს ეს უფლება კონგრესმა 200 წელზე მეტი ხნის წინ გამოიყენა - ის აშშ-ის საომარი ძალისხმევის დასაფინანსებლად ხელმისაწვდომ ხერხს წარმოადგენდა.

დღეს აღნიშნული საერთაშორისო სამართლის დარღვევად ითვლება და აშშ-მა თანხმობა განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს. მაგრამ ლის მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა კარტელებთან საბრძოლველად უნდა დააბრუნონ, რომლებიც, მისი მტკიცებით, "აშშ-ს თვითმფრინავებს ემუქრებიან, რომლებსაც არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ".

"კონგრესს შეუძლია, გამოიყენოს მუხლი და უფლება მისცეს კერძო ფირმებს, ან სპეციალურად გაწვრთნილ მოქალაქეებს, რომ ჩაშალონ კარტელების ოპერაციები, რაც ნარკოტიკების გადაზიდვას, ან ადამიანებით ვაჭრობას მოიცავს," - დაწერა მან.

წყარო