ავტორი:

“ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს“ - მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა 49 ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

“ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს“ - მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა 49 ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა 3 პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს დაუჭერს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა.

მისი განცხადებით, სადეპუტატო მანდატი ოპოზიციისთვის შანტაჟის იარაღია, რისი გამოყენების საშუალებასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას არ მისცემს.

“გულწრფელად ჯობია ამის თქმა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, პოლიტიკური თვალსაზრისით როგორც მინუსები, ასევე პლუსები აქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით:

  1. არ შეიძლება ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე.
  2. ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული.

თუ ეს პრეცედენტი კიდევ დავუშვით, მაშინ, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და “ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, ი8იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმი ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც პარლამენტში შესვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათზე შანტაჟის გამო ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

საკითხზე კენჭისყრა უკვე დაიწყო. 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ინდივიდუალურად უყრიან კენჭს.