"ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, "სპორტინგს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ "ლევანტეს" 4 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ესპანური კლუბისთვისაც მისაღები ვარიანტია. გამოცემის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდეს.
Geo Team -ის ინფორმაციით, ლისაბონის "სპორტინგმა" "ლევანტესგან" გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
"პორტუგალიურმა კლუბმა ესპანელებს შეატყობინა, რომ ქართველი ნახევარმცველს აკვირდებიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ამ ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ.არ გაკეთებულა არანაირი ოფიციალური წინადადება ამ მომენტისთვის. არ შემდგარა კომუნიკაცია გიორგი ქოჩორაშილს და "სპორტინგს" შორის", - წერს Geo Team -ი,
შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში "ლევანტეს" მაისურით ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 6.