ავტორი:

მეცნიერების მტკიცებით, მომაკვდავი ადამიანის ტვინის პირველმა ჩანაწერმა ცხადყო, თუ რა ხდება სიკვდილამდე

მეცნიერების მტკიცებით, მომაკვდავი ადამიანის ტვინის პირველმა ჩანაწერმა ცხადყო, თუ რა ხდება სიკვდილამდე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ადამიანსა და ცხოველებში გულის გაჩერების შემდეგ გაზრდილი ტვინის აქტივობა აჩვენა, რამაც დაადასტურა, რომ სიკვდილამდე და სიკვდილის დროს ადამიანის ტვინში საკმაოდ აქტიური პროცესები ვითარდება.

ტვინის EEG სკანირებით ტვინის რხევითი ტალღების ნიმუში დააფიქსირეს, რომლის მიხედვითაც ალფას, ბეტასა და თეტას აქტივობა მცირდება, ხოლო გამას აქტივობა იზრდება. და თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა ტვინი მოგონებების გახსენებას იწყებს.

ამ აღმოჩენამდე 13 ნეირომეცნიერისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი, რომელთა ხელმძღვანელიც რაულ ვისენტე იყო, შემთხვევით მივიდა. მეცნიერები თავდაპირველად პაციენტში კრუნჩხვების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და შემდგომში სამკურნალოდ ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) სკანირებას ატარებდნენ. თუმცა პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა და ამის მიუხედავად, EEG მუშაობას 30 წამის განმავლობაში აგრძელებდა.

  • „გულის მუშაობის შეწყვეტამდე და შემდეგაც, ჩვენ დავინახეთ ცვლილებები ნერვული რხევების სპეციფიკურ ზოლში, ეგრეთ წოდებულ გამა რხევებში, მაგრამ ასევე სხვებში, როგორიცაა დელტა, თეტა, ალფა და ბეტა რხევები“, - თქვა დოქტორმა ზემარმა განცხადებაში.

ტვინის რხევები, ანუ ტვინის ტალღები, არის ელექტრული იმპულსების განმეორებადი ნიმუშები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ცოცხალ ადამიანის ტვინში. სხვადასხვა ტიპის ტალღა ასახავს ტვინის სხვადასხვა ფუნქციას და ცნობიერების მდგომარეობას: გამა ტალღები ჩართულია მაღალ შემეცნებით ფუნქციებში, როგორიცაა მეხსიერების მოძიება.

მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ ტვინი შეიძლება ბიოლოგიურად იყოს დაპროგრამებული, რათა მართოს "სიკვდილში გადასვლა", პოტენციურად მოაწყოს ფიზიოლოგიური და ნევროლოგიური მოვლენების სერია.

მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთი უაღრესად ემოციური მოგონება ინახება ამიგდალაში - თავის ტვინის ამ რეგიონის გააქტიურებამ სიცოცხლისთვის საშიში გამოცდილების დროს შესაძლოა გაათავისუფლოს ეს ნათელი მოგონებები.

წყარო