ავტორი:

“ყველას ჰყავს თავისი პატარა...“ - ლაშა ბექაურმა ბუბუ მოინახულა: რა ვიდეოს აქვეყნებს სპორტსმენი?

“ყველას ჰყავს თავისი პატარა...“ - ლაშა ბექაურმა ბუბუ მოინახულა: რა ვიდეოს აქვეყნებს სპორტსმენი?

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ლომის ბოკვერთან ერთად გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც კადრებიდან ჩანს, ბოკვერი თავს კარგად გრძნობს და თამაშის ხასიათზეც არის.

“ყველას ჰყავს თავისი პატარა...“ - წერს ბექაური.

თუმცა, სპორტსმენის მიერ გავრცელებულ ვიდეოს მის გამომწერებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

“ორი ლომი“, - წერენ გამომწერები. ნაწილი კი ხუმრობს, რომ აღნიშნულ კადრებს შესაძლოა ისევ კრიტიკა და აქციები მოჰყვეს.

ცნობისთვის, ლაშა ბექაურმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში ლომის ბოკვერს. ვიდეოს შემდეგ უამრავი უარყოფით კომენტარი დაიწერა. ბექაურს შეახსენეს, რომ კანონმდებლობით ბოკვრის ყოლა კანონით ისჯება.

მოგვიანებით მან ბოკვერი, სახელად ბუბუ თბილისის ზოოპარკში ჩააბარა. სადაც ცხოველს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ის თბილისის ზოოპარკში დარჩება.

იხილეთ ასევე: