აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს უკრძალავს ქალების კატეგორიაში, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეს აღადგენს სამართლიანობას სპორტში, მაგრამ ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ ნაბიჯს დისკრიმინაციულად აფასებენ.
ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
თეთრ სახლში ამბობენ, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ტრანსგენდერი სპორტსმენები არ შეეჯიბრონ ქალებს საერთაშორისო ოლიმპიურ თამაშებზე, ან სხვა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე ჩატარდება.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ეხება 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებსაც, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.
ტრამპი განმარტავს, რომ უარს ეტყვის ვიზაზე ტრანსგენდერ ოლიმპიურ სპორტსმენებს და ისინი ვერ შეძლებენ აშშ-ში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.
მან მოუწოდა აშშ-ის უსაფრთხოების მდივანს, უარყოს ნებისმიერი სავიზო განაცხადი, რომელსაც შეიტანენ ტრანსგენდერები.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სპორტში სამართლიანობის აღსადგენად, ისევე როგორც უსაფრთხოებისთვის.