ავტორი:

წუხელ თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს - რას ედავებიან ახალგაზრდებს?

წუხელ თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს - რას ედავებიან ახალგაზრდებს?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავის "კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება“ გულისხმობს.

სტუდენტები აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე 6 თებერვლის ღამის 3 საათისთვის, არსებული ინფორმაციით, მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქუჩაში სტენსილს აკეთებდნენ.