ავტორი:

“გეხვეწები, გემუდარები გამოჩნდი... მოდი და ისე იყავი, შენ როგორც გაგიხარდება, მამი“ - ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრეს მამა მიმართვას ავრცელებს

“გეხვეწები, გემუდარები გამოჩნდი... მოდი და ისე იყავი, შენ როგორც გაგიხარდება, მამი“ - ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრეს მამა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს მამა ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც შვილს სთხოვს გამოჩნდეს.

“ალექსანდრე, მამი სად ხარ აქამდე ბიჭო. მოდი, ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. საერთოდ ხმის ამომღები არ ვარ კი იცი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მოდი და იხალისე, ისე იყავი შენ როგორც გაგიხარდება მამი.

მოდი გეხვეწები, გემუდარები. მართლა გვჭირდები ყველას. ყველას გვენატრები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენზე და გამოჩნდი რა. მორჩა, ვსიო... არავინ არაფერს არ გეტყვის მამი და თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ საერთოდ.

გეხვეწები, ოღონდ მოდი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. საერთოდ ხმას არ ამოვიღებ, გპირდები. დედიკო გელოდება, მეგობრები, ბებია, ყველა გელოდება. მოდი მალე,“ - მიმართავს დაკარგულ მოზარდს მამა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ, ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მას ამ დრომდე ეძებენ.

იხილეთ ასევე: