ავტორი:

IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, 5 000-ლარიანი  გირაო შეეფარდა

IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, 5 000-ლარიანი  გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, კერძოდ კი, 4 იანვრის აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვას.

საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა.

გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, კი შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს იმ ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, მის მიმართ წაყენებული ბრალი უსამართლოა.